LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა 37 წლის შეყვარებულთან პაემანზე მიდიხარ“ – შერი 40 წლით უმცროს მეგობარ მამაკაცს შეურიგდა

134
page

რამდენიმე თვის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ 77 წლის შერი 37 წლის მეგობარ მამაკაცს, პროდიუსერ, ალექსანდერ ედვარდს დაშორდა.

თუმცა, ახლახან ინტერნეტსივრცეში მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. ისინი ლოს-ანჯელესში, პაემანზე გადაიღეს. შავ ტანისამოსში გამოწყობილი წყვილი რესტორნიდან ხელიხელჩაკიდებული გამოდიოდა. არტისტი აშკარად დაღლილი იყო. მათ ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

„ჩაძინებული მზეთუნახავი“, „როცა 37 წლის შეყვარებულთან პაემანზე მიდიხარ“, – წერენ კომენტარებში.

77 წლის შერი საშობაო ალბომს გამოუშვებს

77 წლის შერი ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო გრძელი თმა და ჯინსის შარვალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები