LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც გამომეტყველება ყველაფერზე მეტყველებს – კეიტლინ ჯენერი კანიე უესტზე ალაპარაკდა

933
Untitleddddd

რამდენიმე დღის წინ, კეიტლინ ჯენერს 72 წელი შეუსრულდა, „დეილი მეილს“ საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მისცა და ქალად გარდაქმნაზე ისაუბრა. ახლა კი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისასა, ის კანიე უესტსა და კიმ კარდაშიანი ურთიერთობაზე ალაპარაკდა.

„ქალად გარდაქმნა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ – კეიტლინ ჯენერი 72 წლის გახდა, ნახეთ სპორტსმენის გარეგნობის ევოლუცია

ის დიდი ემოციებით იხსენებდა უესტი-კარდაშიანის ქორწილს და კანიეზე საოცრად თბილად საუბრობდა.

„კანიე შესანიშნავად ექცეოდა კიმს, ჩემთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ის საოცარი ადამიანია და მე მას  დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა კეიტლინმა.

ცნობისთვის, წლის დასაწყისში, კიმ კარდაშიანი და კანი უესტი ერთმანეთს 7 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მას შემდეგ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ჰიპ-ჰოპ არტისტს ცნობილ მომღერალთან ღალატში ადანაშაულებენ, რომელიც ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები