„სამსუნგმა“ PS 5-ისთვის 980 Pro SSD პასიური გაგრილებით გამოუშვა. კომპანია ახალ 980 Pro-ებს ოქტომბრის ბოლოს წარადგენს. 1TB-იანი ვერსიის ფასი 249 დოლარი იქნება, ხოლო 2 ტერაბაიტიანის კი 449 დოლარი.

ცნობისთვის, ჩაშენებული პასიური გაგრილების სისტემა დაბალ ტემპერატურებსა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. აქამდე, 980 Pro-ს მფლობელებს მესამე პირებისგან შეძენილი გაგრილების სისტემის გამოყენება შეეძლოთ, თუმცა თუ ასეთ მოდელს Samsung თავადვე დაამზადებს, შედეგი ბუნებრივია გაცილებით უკეთესი იქნება.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

Ad desktop banner Ad mobile banner
კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები