,,უნივერსალი” პოპ-ვარსკვლავი, შერის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. სცენარის ავტორი არტისტის მეგობარი, ერიკ როტი იქნება. 75 წლის ვარსკვლავმა ოფიციალური განცხადება „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა:
,,უნივერსალი” ჯუდი კრაიმერისა და ჰერი გეცმანის დახმარებით ჩემს შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს“, – წერს შერი.
რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმი შერის კარიერის საწყისებიდან პოპულარობამდე მიმავალ გზაზე მოგვითხრობს.