გასულ კვირას შოუბიზნესი მორიგი რომანის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოიცვა. დასავლური მედია 63 წლის შერონ სტოუნისა და 25 წლის რეპერ RMR-ის რომანზე ალაპარაკდა. ინტერნეტსივრცეში მათი ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა.
ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება
„ისინი ხატავდნენ, შამპანურს მიირთმევდნენ და ერთმანეთის კამპანიით ტკბებოდნენ. რეპერი მას დიდ პატივს სცემს და მისით აღფრთოვანებულია“, - აცხადებს ინსაიდერი
სიმართლის დასადგენად ტაბლოიდები პირდაპირ პირველწყაროს მიადგნენ. მათ სტოუნი მაშინ გამოიჭირეს, როდესაც ის სახლთან მდებარე პარკში თავის ვაჟთან ერთად სეირნობდა. შეკითხვაზე, მართალია თუ არა მისი და რეპერის რომანი შერონმა გულიანად გადაიხარხარა და განაცხადა, რომ ეს უბრალოდ სასაცილოა.
„უფრო სასაცილო შეკითხვას ვერ დამისვამდი?“, – ამ სიტყვებით მიმართა სტოუნმა რეპორტიორს.