62 წლის მსახიობი, შერონ სთოუნი პირად ცხოვრებას აფიშირებას არასდროს უკეთებს. თუმცა, „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი ზოგჯერ გამონაკლისებს უშვებს. ახლახანს, შერონმა „ინსტაგრამზე“ შვილების ფოტოები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მისი 13 წლის ვაჟის, ქუინის დაბადების დღე იყო, შერონმაც გამომწერებს ოჯახური ფოტოები გაუზიარა.
„დაბადების დღეს გილოცავ, ოჰ, როგორ მიყვარხართ“, – ასე დაასათაურა სთოუნმა საარქივო ფოტო.
ცნობისთვის, მსახიობს სამი ვაჟი ჰყავს, 20 წლის როანი, 15 წლის ლერდი და 14 წლის ქუინი. როანი სტოუნმა 2000 წელს იშვილა, როდესაც გამოცემა San Francisco Chronicle-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ფილ ბრონშტაინზე იყო გათხოვილი. მასთან განქორწინების შემდეგ, 2005 წელს ლერდი იშვილა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქუინი.