ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი კინოს უბრუნდება. ამის შესახებ 85 წლის მსახიობმა ტელეკომპანია TV5 Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ეკრანს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ფილმი იყოს და ამიტომაც ის განსაკუთრებული უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა დელონმა.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელ ფილმზეა საუბარი, თუმცა როგორც ჩანს წინ გრანდიოზული სიახლე გველოდება.
შეგახსენებთ, ალენ დელონმა კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა.
80 წლის ბიჭები – ჟან-პოლ ბელმონდოსა და ალენ დელონის ემოციური ფოტოსესია