ახლახან, ინფორმაცია გავრცელდა, რომ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი ახალ ალბომზე მუშაობს. ინსაიდერების განცხადებით, ეს იქნება მისი ყველაზე ექსპერიმენტული ნამუშევარი.
სანდო წყარომ გამოცემა The Sun-ს ისიც აცნობა, რომ მუსიკოსი ნეშვილში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში უკვე ახალი ალბომის ბოლო კომპოზიციებს წერს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სტუდიური ალბომები Folklore და Evermore სვიფტმა 2020 წელს გამოუშვა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
პრემიერა: ნახეთ ედ შირანისა და ტეილორ სვიფტის ახალი ნამუშევარი
ვიდეო: ტეილორ სვიფტი შეუჩერებელია – სიურპრიზი არტისტისგან
ხელის თხოვნის ემოციური კადრები – ,,ბინდის” ვარსკვლავი ტეილორ ლოტნერი შეყვარებულია