9 აგვისტოს, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი აშშ-ში ტურნეს ბოლო შოუს გამართავს, ამის შემდეგ კი ის კონცერტებს სამხრეთ ამერიკაში ჩაატარებს.
მოგეხსენებათ, ტეილორი თავისი ქველმოქმედებით გამოირჩევა. ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ მან ტურნეს ყველა თანამშრომელს ბონუსი გადასცა. ტეილორმა დაახლოებით 50-მდე მძღოლიდან თითოეულს $100,000-ის ოდენობის ბონუსი გამოუწერა.
გამოცემა People-ის ინფორმაციით, ბონუსები აგრეთვე ჩაერიცხათ მზარეულებს, მოცეკვავეებს და ყველა იმ პირს, ვინც მომღერლის ტურნეში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა.