LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

892
file

უილ სმიტის მეუღლემ, მსახიობმა ჯადა პინკეტ სმიტმა აღიარა, რომ მეუღლეს უღალატა. ამის შესახებ მსახიობმა თავის „ფეისბუკ“ გადაცემაში Red Table Talk ისაუბრა, მასთან ერთად  უილ სმიტიც იჯდა. ჯადამ საუბრისას ისიც აღიარა, თუ ვისთან ჰქონდა რომანი, ის მომღერალ ავგუსტ ალსინს მაშინ ხვდებოდა, როცა მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ურთიერთობაში პაუზა ჰქონდათ აღებული.

როგორც ტაბლოიდები აცხადებენ, პირველმა ამის შესახებ თავად ალსინამ განაცხადა. მან თქვა, რომ უილ სმიტმა მას მეუღლესთან რომანის ნებართვა თავად მისცა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯადამ უარყო.

შეგახსენებთ, უილ სმიტსა და ჯადა პინკეტს  23 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ 2 შვილი ჰყავთ.

https://www.youtube.com/watch?v=48Qu04N-UFE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები