83 წლის მსახიობმა და აქტივისტმა, ჯეინ ფონდამ, 1,7 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს სახლში გადაღებული ფოტოები გაუზიარა, სადაც ის დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ვარჯიშობს.
„ძალისმიერი ვარჯიშები სახლში და მზადება დემონსტრაციისთვის“, – დაწერა ფონდამ.
ფოტოების გავრცელების შემდეგ მალევე ის მინესოტაში, მორიგ აქციაზე გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ 83 წლის ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურება და თავს მხნედ გრძნობს. მის თქმით, ეს ინტენსიური, ძალისმიერი ვარჯიშების დამსახურებაა.