კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის იტალიაში მოგზაურობის შესახებ მორიგი დეტალები ვრცელდება. ახლახან ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა. ფლორენციაში ყოფნის დროს, ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი საბანკეტო დარბაზში გაუფრთხილებლად შეიჭრა და ნეფე-პატარძალთან, რომლებიც სასიყვარულო ფიცის დადების პროცესში იყვნენ, ფოტოების გადაღება დაიწყო.
უესტი შავებში იყო გამოწყობილი და მისი ამოცნობა მარტივი სულაც არ გახლდათ, თუმცა, როგორც ჩანს წყვილმა ის მაინც იცნო, მეტიც ისინი კანიეს გამოჩენით საოცრად გახარებულები დარჩნენ.
„პირდაპირ საწოლიდან“, „ბალიში გამოჰყვა“ – კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორის მორიგი ეპატაჟური გამოჩენა
კანია უესტსა და ბიანკა ჩენსორის შოკის მომგვრელი ქცევის შემდეგ, ნავში ჩაჯდომა სამუდამოდ აეკრძალათ
ფეხშიშველები იტალიაში – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის უახლესი ფოტოები