ჯეი ლომ თავისი ბიოგრაფიული ფილმი/ალბომის This Is Me … Now თიზერი გაავრცელა და კიდე ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო. კადრებში 54 წლის ჯენიფერი მამაკაცთან საკმაოდ პიკანტურ სცენებშია აღბეჭდილი.
„ამაზე პირადული არაფერი გამიკეთებია“, – აცხადებს თავად არტისტი.
This Is Me … Now-ის პრემიერა 16 თებერვალს არის დაგეგმილი. მანამდე არტისტმა პირველი სინგლი, Cant Get Enough და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეოში არტისტს მოკლე საქორწილო კაბა ამშვენებს და საოცრად ენერგიულად ცეკვავს.
ცნობისთვის, ალბომი This Is Me … Now 2002 წლის ალბომის ერთგვარი გაგრძელებაა. სწორედ იმ პერიოდში იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დანიშნულები, თუმცა მალევე გაშორდნენ ერთმანეთს.
„კიდევ კარგ ჭკუაზეა ბენი“, „ბენის უჟმური გამომეტყველების მიზეზი ამოხსნილია“, – არ წყდება კომენტარებში.
ულამაზესი საქორწილო კაბა და ცეცხლოვანი ცეკვა – ჯეი ლომ სინგლი Cant Get Enough გამოუშვა
„ბენიფერი“ 2024 წელს გარჩევებით იწყებს – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ფოტოები საიუველირო მაღაზიიდან