LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ოპოზიციას გეგმა აქვს პარლამენტში შესვლის, ოღონდ ისე, რომ ეს სხვას დაჰბრალდეს – ყველა ხვდება, რომ მიშა გაძარცვეს, სინამდვილეში ჩვენ და მიშამ წავაგეთ არჩევნები, ყველას თავი მოგებული ჰგონია“

„ხალხს ეუბნებოდნენ, რომ 4 პარტიაო, ხმა არ დაიკარგოსო, გავიმარჯვეთო, მერე უცბად აღმოჩნდა, რომ წაგებულები არიან, გეგმას გეტყვითო, შეკრიბეს ეს ხალხი ერთხელ, რაღაც ლოზუნგებით მიმართეს - დაშალეს, არაფერი არ უთხრეს.“
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი: „სჯობს, მამუკა მდინარაძე ვირეშმაკობას მოეშვას“

„მტკიცებულებების განადგურებაში თუ წვლილს შეიტანენ, როგორც ვატყობ აქეთ მიდის საქმე, ამაზე პასუხისმგებლობა დროის ამბავია, დღეს იქნება თუ ხვალ, ვერც მდინარაძე და ვერც „ოცნების” სხვა წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“.

ლანა ღოღობერიძე: „საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაკეთოთ ვისაც რა შეგვიძლია – ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით, სიტყვით“

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროინტეგრაციის შეფერხებაზე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თანამოაზრეებს მიმართავს.

ნათია მეზვრიშვილი: „არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ – ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით“

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა.“

ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენი ინფორმაციით, ცესკოს სერვერებზე ბაზებს აყალბებენ, აპარატებზე ინფორმაციას შლიან“

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.

„კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან – მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის?“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

ვაშაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.
მიხაილ როთი

მიხაილ როთი: „საქართველოს მმართველი პარტია პროპაგანდას და სიცრუეს ავრცელებს… ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები ჩაატარა“

„ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, გაერთიანება პროგრესის ნაცვლად, აშკარა უკუსვლას ხედავს, კატასტროფაა“.

„ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? – ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს, ეს არის ძალიან სამწუხარო, თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული“ – მდინარაძე ჟურნალისტებს

მდინარაძემ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა.

გურამ მაჭარაშვილი: „ოპოზიცია როგორ იტყვის, რა უნდა გააკეთოს, როცა მტკიცებულებები არ არის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა“

„იქნება გეგმა, რომ ერთ-ორ წელიწადში რაღაცას იტყვიან და შემდეგ 2028 წლისთვის მომზადებას დაიწყებენ, თუ მანამდე იარსებებენ. იმედია, აღარ იარსებებენ, რადგან უნდა გასამართლდნენ“.

„ისინი ბევრად უფრო მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს… მე მგონია, თვითონ თუ ვერ მიხვდებიან „ტოპტვინები“ ამ ყველაფერს, არიან გარე „ტოპტვინები“, რომლებიც ალბათ რჩევას მისცემენ…“ – კობახიძე ოპოზიციაზე

როგორც კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ უმარტივესი ზომები დაუპირისპიროს ოპოზიციის მხრიდან „საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას“.

„პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან. უწყვეტი პროტესტი – ქუჩის აქციები, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება“ – მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის გეგმაზე

ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ოპოზიციის გეგმის რამდენიმე პუნქტი გამოაქვეყნა.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას“

„რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თურმე ყველაფერს თვითონ სჩადიან. რაც კი დაგვაბრალეს, ყველაფერი უკან უბრუნდებათ“.

მიხეილ სააკაშვილი: „მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს თუმცა პარტიებზე გადაბრალება, მხოლოდ ოლიგარქის რეჟიმს აწყობს“

„ვინ უშლის ნებისმიერ თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს.“

ნიკა გვარამია: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით, მაინც გაგვიხარდება – არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ამიერიდან ყველაფერს ღიად ვიზამ“

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.

გია ხუხაშვილი: „ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“ კი სტაბილურობისთვის, ალბათ, დაიწყებს „ბარტყების“ გადმოყრას და „რუსულ კანონს“ დათმობს“

„პრობლემატურია იმიტომ, რომ ასე ადვილია დაძახება, „მოდით, პერმანენტული პროტესტი დავიწყოთ“, მაგრამ მეორეა, რამდენად დამაჯერებელია შენი გეგმა იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოში მუდმივად ვართ დიდი იმედების შექმნის და მერე იმედგაცრუების ციკლში“.
ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიას

„სად არის გიორგი გახარია – მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ – რა არის ეს, რა პრანჭვაა?“ – ალეკო ელისაშვილი

„ყველას უნდა, რომ ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება.“