LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

მაია სანდუ – მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს

„მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში“

ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა – გიორგი გახარია

"ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სამყარო, სადაც მთავარია ეროვნული ღირსება და საქართველოს მომავალი, იმარჯვებს.“

პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება – საგარეო უწყება

დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ცნობით, ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს. 

„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა ხალხის დაკარგვის და ლეგიტიმაციის დაკნინების ნიშანია… თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე ის მშვიდობიანი დარჩეს! დაე გაჩერებული იყოს აგენტების კანონი” – თომას ჰაკერი და მაიკლ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტისა და კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
ხერტ იან კოოპმანი

„თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია, ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ – გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე! – ევროკომისიის გენერალური დირექტორი

„ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იქნას გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“.

არჩილ თალაკვაძე: „სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია“

„უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ გუშინ [1 მაისს] ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო“.
აშშ-ის ელჩის განცხადება

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მოწვევაზე უარი თქვა“

„ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა“.

ნინო წილოსანი: „საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა – შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე „ნოთ ქულ“ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება!!!“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი Facebook-ზე ეხმაურება ფოტოს, სადაც ლონდონში საქართველოს საელჩოს კედელზე გაკრულია წარწერა „ღრუსეთის საელჩო“.
კახა კალაძე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა – აქციაზე იყო ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება, დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი – კალაძე

„ტყუილია! მატყუარა ტელევიზია ხართ.“

აშშ-ის საელჩო: „შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს – საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“

„საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.“