„ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარი სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებს.“
„თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!“
აღნიშნულით მანჯგალაძე „ფეისბუქის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვაზე „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს გამოეხმაურა.
მანვე აღნიშნა, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც „რესურსულად ძლიერი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციებია, 2012 წლიდან მათ იმ ფინანსების, რომელსაც ხარჯავენ, მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული“.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ განცხადებას აკეთებენ, ის ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთა სახელებიც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია“.
მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას“ პრეზენტაციის წარდგენისას აღნიშნა, ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
„ამ გზას, რუსულ გზას, ქართველმა ხალხმა ერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, გადამწყვეტი ბრძოლა იქნება არჩევნებზე, როდესაც უნდა დასრულდეს არა მხოლოდ „რუსული კანონი“, არამედ „რუსული ხელისუფლება“.