LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„მეუღლეს თავის არეში დაზიანებები ბლაგვის საგნის გამოყენებით მიაყენა“ – ზუგდიდში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ზუგდიდში ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

„ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმინიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც, ასევე, მართული იყო ქვეყნის გარედან“- რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

„საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რატი ბრეგაძე: „სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა!“

ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და იქვე მიუთითებს, რომ დეტალებზე მეტ ინფორმაციას, საზოგადოებას მალე შეატყობინებენ.

ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა – ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო.

„მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო, ამის გამო საუბრის სურვილი არ ჰქონდა“ – ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის თქმით, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა.

მარტვილში მამამ შვილი დაჭრა

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

რუსთავში, 21 წლის ცოლის და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

„სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”.

ვიდეო: სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო – გენერალური პროკურატურა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო“ - ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მკვლელობა რუსთავში

„5 გასროლის ხმა იყო… ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა“ – რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში.“

ვიდეო: „ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი, და განეიტრალებულია ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა“- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია.

„გვითხრეს, რომ 24 აპრილს გადავკეტეთ გზა… შეშინებული კი არა, მეცინება ამ ყველაფერზე“ – ნატალია ყიფშიძის სასამართლო გადაიდო

„ყველა ფოტო მაქვს, ყველას აქვს თავისი დრო, ამათ არ ვიცი რა მტკიცებულება აქვთ, დისკი უნდა გადასცენ ჩემს ადვოკატს, ერთად უნდა განვიხილოთ და ჩემი ფოტოებით ავაწყოთ ყველაფერი.“

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაღუპულები 30-წლამდე ძმები არიან

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა. 
დავით ქაცარავა და სოფია ხაჭაპურიძე

დავით ქაცარავას მეუღლე: „აუცილებლად ვიბრძოლებთ, ეს არ არის ჩვეულებრივი ძალის გადამეტება – მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“

„დათო ძალიან მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა, როცა გამოჯანმრთელდება, ისევ ისე გააგრძელებს აქტიურობას.“