LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს“ – შსს-მ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიწის ნაკვეთის დავის გამო, ახალგაზრდა მამაკაცს სანადირო თოფით მოულოდნელად ესროლა“ – ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, შურისძიების მოტივით მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.
საპროტესტო აქცია

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

პროკურატურა: ე. წ. ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

პროკურატურა თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრის  დააკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ“ – ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტს განაჩენის მიღების შემდეგ შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია.

„12 პირი სასტიკად ნაცემია, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ე.წ. რობოკოპები, სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები ახორციელებდნენ“ – DRI-ის ცნობით, სამართლებრივ დახმარებას აქციის 13 მონაწილეს უწევენ

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს – დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, პროცესი ორშაბათამდე გადაიწევს“ – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან.

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით, მოქალაქეებს 100 000 დოლარს სთხოვდა

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.

„ცქნაფა“, „ეშხა“, „შრამიანი“ „შოკი“ – შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“