„მადლობა რომ გუშინ ასე მყარად იდეგით! მადლობა რომ ნეობოლშევიკური პროპაგანდის მიუხედავად მე-17ე დღეა გამოდიხართ და იბრძვით იმ მომავლისთვის რომლისთვისაც 30 წლის წინ ჩემი თანატოლები აფხაზეთში რუსულ ოკუპაციურ ჯართან ბრძოლაში შეეწირნენ!“
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანება.
„უფლება არ გვაქვს, წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია, ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის - საკუთარი ხელით დაწერას!“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიას დედა სოციალურ ქსელში ეხმაურება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ღია პიანინოზე „ჰერიო ბიჭებო“-ს მუსიკას უკრავს და მღერის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გვიზიარებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დმანისის ეპისკოპოსი ზენონი იმყოფებოდა, რომელიც აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა არ შეიძლება.