LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება“ – ზაზა ფაჩულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე

როგორც სოციალურ ქსელში ფაჩულია წერს, ის გმობს „ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ძალადობას“.

„თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოვახერხოთ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან… ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე“ – ინგა გრიგოლია

გრიგოლია აქციაზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აქციის გაშუქების დროს დაშავებულ ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება.

„ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?“ – ნინი შერმადინი აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის კადრებს ავრცელებს

მისი თქმით რომ არა ჟურნალისტები, ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობას აზრი არ ექნებოდა.

„ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი, გავიყვანე… როგორც ეგენი ვერ გამომგლიჯეთ ხელიდან, ისე ვერ გამომგლეჯთ გულწასულ საქართველოს” – ლევან კობახიძე

აქციის მონაწილე იხსენებს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

გიორგი ბახუტაშვილი: „სისტემას სისტემურად უნდა ვებრძოლოთ, მშვიდობიანი, მაგრამ რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ“ – გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დააკავეს

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული.
მარიამ გაფრინდაშვილი

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება

როგორც ექიმმა განაცხადა, მარიამ გაფრინდაშვილი მეთვალყურეობის მიზნით კლინიკაში დაახლოებით 24 საათი დარჩება.
მარიამ გაფრინდაშვილის ექიმი

„მარიამ გაფრინდაშვილს  ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში“ – ინგოროყვას კლინიკის ექიმი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„თავს ამ დროისთვის დამაკმაყოფილად გრძნობს.“
ამირან გამყრელიძე

„მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის“ – ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ეკა ხოფერია

„ჩემი მთავარი ოცნება, ჰო, ოცნება, ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მისი ევროპული მომავალი იყო, რადგან ღრმად მწამს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი“ – რას წერს ეკა ხოფერია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

„იმედია, შეხსენება იმის, მე რომ ნაცი არ ვარ, არაა საჭირო.“
თათია შარანგია

„დღეს რაც ხდება, პოლიტიკაზე მაღლა დგას, ყველანაირ პროფესიაზე, ან ინტერესებზე.. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს რუსთაველზე დგას რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, სერიოზული პრობლემა აქვს“ – თათია შარანგია

„ბევრმა იცის, ბოლო დროს როგორ ვცდილობ სტატუსებისგან თავი შევიკავო.“
ნუცა თოფურია

„ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გავაუქმე.. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის“ – ნუცა თოფურია

„საქართველო იყო არის და იქნება ევროპა!“

„გთხოვთ, ნუ შეასრულებთ ისეთ ბრძანებას, რომელიც ხვალ სანანებელი გაგიხდებათ, ხვალ შეიძლება ამ ქვეყნად არ ვიყოთ, მაგრამ ქვეყანა მაინც დარჩება.. გთხოვთ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი..“ – სასულიერო პირის მიმართვა სამართალდამცველებს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სასულიერო პირი სამართალდამცველებთან მივიდა და მიმართა თხოვნით არ შეასრულონ ისეთი ბრძანება, რომელსაც ხვალ ინანებენ.