LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დამთავრდა.. გამომცემლობა “ინტელექტში” და “არტანუჯში” აღარ ვმუშაობ, სამსახურიდან გამათავისუფლეს – მარიკა ბაკურაძე

1614
მარიკა ბაკურაძე

ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეიდან გამომცემლობა “ინტელექტი” და “არტანუჯში” აღარ მუშაობს.

მისი თქმით, 15 წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დამთავრდა.

მარიკა ბაკურაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„სააგენტოებს და ფბ-გვერდებს ვთხოვ, თუ ამ ინფორმაციას თქვენს კედელზე გაიტანთ, არ დაამახინჯოთ ტექსტი და რაც მთავარია – არ დაწეროთ გაუგონარი, ორაზროვანი, დამაბნეველი და “ლაიქების” მომტანი სათაური !!

ამბავი ასეთია – დღეიდან გამომცემლობა “ინტელექტი” და “არტანუჯში” აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს.

ზუსტად ასე, მოკლედ და სწრაფად, როგორც ამ ტექსტს ვკითხულობთ ახლა

მიმდინარე დღეების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვეულ რეჟიმში, ახალი წიგნების ტელე-გაშუქებას ვათანხმებდი სხვადასხვა გადაცემებთან და მოულოდნელად, ღამის 11-ის ნახევარზე, ვოთსაფში მესიჯი მომწერეს, ჩვენი თანამშრომლობა მთავრდება, დიდი მადლობა, ნახვამდისო.

15 წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა.

პასუხისმგებელი კომპანია და სწორი მენეჯმენტი რომ შეხვედრას, პატივისცემას, თანამშრომელთან უკმაყოფილების მიზეზებზე საუბარს და თუნდაც გაფრთხილებას ნიშნავს, ეს ხომ ყველამ ვიცით. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ შეხვედრას და საუბარს თვალის გასწორება სჭირდება ეს კი ადვილი არ არის მით უფრო მაშინ, როდესაც უსმართლო გადაწყვეტილებას იღებ..

ჩემი გათავისუფლების ძირითად მიზეზს ყველა ვხვდებით ალბათ. და არ ღირს ჩაღრმავება… რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ფეისბუკ სივრცეში არსებული გაუგონარი სიძულვილი ჯერ კიდევ ვირტუალური იყო, მაგრამ ჩემი გათავისუფლების ფაქტმა დამაფიქრა იმაზე, რომ რეალობაშიც გადასულა ეს ყველაფერი, აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ეს ქცევა? ადამიანების დევნა და სამსახურიდან გაშვება ხომ ამას მოწმობს?

როგორც ლეგენდარული ბ-ნი ამირანი იტყოდა, რეპრესიებია მოგვიწერია ხელი ბოლშევიზმზე და ეგ არის

ასე გასრულდა ჩემი 15 წლიანი ურთიერთობა გამომცემლობასთან. იმედია, ჩემს სახელს არ ამოჭრიან იმ წიგნებიდან, სადაც ჩემი მონაწილეობა იკითხება. ასევე, დავიტოვებ იმედს, რომ ყველა თანამედროვე ავტორი, მწერალი თუ პოეტი, ვისი წარმატების და პოპულარობის გზაზე მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, დაფიქრდება ამ ფაქტზე და სხვანაირად შეხედავს მოვლენებს. ასეთი ადამიანების სია კი საბედნიეროდ ბევრია ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ტელევიზიის პროდიუსერს, ამდენწლიანი გაუჩერებელი, ერთგული მუშაობისთვის. საზ. მაუწყებელი, რუსთავი ორი, ფორმულა, ტვ პირველი, პიკის საათი, ევრონიუსი, იმედი და ა.შ. ძვირფასო ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ალალად და სამართლიანად ვმუშაობდით ერთმანეთთან. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა ხარისხით ვასრულებდი სამუშაოს, რომელიც შემაწყვეტინეს + იმედზე, ჩემი გადაცემის პროდიუსერები ყველას.

მადლობა თქვენ.

ამაზე მეტად ამ საკითხის გამწვავებას არ ვაპირებ. შემიძლია, მაგრამ მეტს აღარაფერს ვიზამ. იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი. მე კი არ მინდა ამ სირცხვილის მონაწილე ვიყო“. – წერს მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

პოპულალურები