LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-21 ივნისის მოვლენებზე შსს- ს თანამშრომელი დააკავეს – რას ედავებიან სამართალდამცავს

110
policia

კიდევ ერთი დაკავებული და ბრალდება, რომელიც 20-21 ივნისს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ შსს-ს ერთ-ერთ თანამშრომელს აქციის შეწყვეტისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. 

20-21 ივნისის მოვლენებზე შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა, ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ისინი შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ.

“20-21 ივნისს მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან. მოცემულ საქმეზე  მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ, მაღალი საჯარო  ინტერესის  გათვალისწინებით,   საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები