LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

1490
125469962-732705071011900-8426258109935179806-n

წლის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის,  2020 წლის  „წინანდლის პრემიისნომინანტების ვინაობა ცნობილია!

ზურაბ ჟვანიას სახელობის  „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ – დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8  დარგში გამოავლინა 2020 წლის „წინანდლის პრემიის“  24  ნომინანტი.

წარმოგიდგენთ 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების შორთ-ლისტს:

⦿ თეატრალური ხელოვნება:
სანდრო სამხარაძე, დავით თურქიაშვილი, მარიამ დარჩია

⦿ კინოხელოვნება:
საბა ქარელი/მირიან ორაგველიძე, ილია ასიტაშვილი, სალომე ვეფხვაძე

⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ივა ფეზუაშვილი, ნანა აბულაძე, ია კარგარეთელი

⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
გიორგი შონია, პაპუნა ფირცხალაიშვილი, თორნიკე სიბაშვილი

⦿ მუსიკალური ხელოვნება:
გიორგი გიგაშვილი, პაპუნა შარიქაძე, ანუშკა ჩხეიძე

⦿ სახვითი ხელოვნება:
შოთიკო აფციაური, თეა მასპინძელაშვილი, თამო ჯუღელი

⦿ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ცოტნე ჩიტიაშვილი, მარი-ლუიზა კონჯარია, მარიამ ჩიტიშვილი

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ნიკა ხოფერია, ანა თეთრუაშვილი, გიორგი რაზმაძე

„წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.  წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“  ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

„2020 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგის მეტრები. გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდება  2020 წლის 1 დეკემბერს.

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.

„წინანდლის პრემია 2020“  ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. „წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, „ლიბერთი ბანკი”,  კომპანია PSP. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.

პრემიის საინფორმაციო მხარდაჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://www.facebook.com/TsinandaliAward/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები