თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსით კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ჰყავს.
პაციენტი კლინიკიდან დღეს გაეწერება.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი და სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.
„ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან 98 პირია განკურნებული.
მიმღებ დაწესებულებებში სულ 313 ინფიცირებული მკურნალობს.