LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში შესვლა – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

328
ფორტუნა (8)

 

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ასახელებს  4 მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში შესვლა.

თუ თქვენ სამსახურიდან მოხვედით და ერთი სული გაქვთ, დაიძინოთ, არ შეიძლება ფეხსაცმელი იქვე საწოლთან მიაგდოთ. ნუ იფიქრებთ, რომ მეორე დღეს იმ მანძილს, რაც ფეხსაცმლით გაიარეთ საწოლამდე მარტივად გაწმენდთ.

ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ასეთი შემთხვევების დროს, როდესაც ადამიანები სახლში იმავე ფეხსაცმლით გადაადგილდებოდნენ, რაც გარეთ ეცვათ იატაკზე რჩებოდა რამდენიმე ძალიან საშიში ბაქტერია.

პირველი ასეთი ბაქტერია არის ოქროსფერი სტაფილოკოკი.

  • ოქროსფერი სტაფილოკოკი კი წარმოადგენს სტაფილოკოკის ბევრი გავრცელებული სახეობიდან ყველაზე საშიშ სახეობას.

შემთხვევათა 33 %-ში აღმოაჩინეს ვანკოვიცინ რეზისტენტული ენტეროკოკი, რომელიც პირველ ბაქტერიას არაფრით ჩამოუვარდება.

ამიტომ თუ სახლში გყავთ ადამიანები, რომლებსაც იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ და ქრონიკული დაავადებებით არიან დაავადებული,  აუცილებლად უნდა მოერიდეთ სახლში იმ ფეხსაცმლით გადაადგილებას, რომელიც გარეთ გაცვიათ.

ბაქტერიები, რომელიც სახლში შეგაქვთ, ჰაერში გადადიან და შეიძლება აღმოჩნდეს ტელევიზორზე, ან მაცივარზე.

  • თუ მაინც ჩვევაში გაქვთ ოთახში იმ ფეხსაცმლით გადაადგილება, რომელიც გარეთ გაცვიათ, აუცილებლად აიღეთ იატაკიდან ხალიჩები.

ის როგორც ღრუბელი ისე იწოვს ბაქტერიებს, რომელსაც ვერაფრით ამოიღებ.

  • მაგრამ თუ მაინც გეზარება ფეხსაცმლის გახდა, ყოველ საღამოს სველი წესით დაალაგეთ ოთახი, ოღონდ ფრთხილად იყავით ხსნარებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g