LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის” – რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება

100
BeFunky-collage (3)

“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, პირველად მოხდა ერთად ყველა სფეროების ასეთი მობილიზება”- აცხადებს პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან.

როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია – “ევროპული საქართველო”

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს.

,,დღევანდელი აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, მე უბრალოდ ის ადამიანი ვარ რომელიც შეზღუდვების მოხსნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი, არსებობს უამრავი ქვეყანა სადაც არასდროს არ დაკეტილია ბაღები და სკოლები, არ დაკეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჩვენ ვართ შედარებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას ამიტომ, სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g