უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55, ლუგანსკში კი – 2 დარღვევა დააფიქსირა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია აღნიშნული.

“დონეცკის ოლქში მისიამ ცეცხლის რეჟიმის შეწყვეტის 55 დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის 12 დაუდგენელი წარმოშობის აფეთქება. ლუგანსკის ოლქში კი ცეცხლის რეჟიმის შეწყვეტის 2 დარღვევა (დაუდგენელი წარმოშობის აფეთქება) დაფიქსირდა,“- ნათქვამია მოხსენებაში.

მეტი ამ თემაზე:

რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა: უკრაინული მედია

რუსეთის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა: უკრაინული მედია

შეერთებული შტატები უკრაინის საზღვართან პროვოკაციებზე ოფიციალური მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს

 

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები