LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში დაფიქსირდა: რისგან გარდაიცვალა 24-ე პაციენტი

125
Capture

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განმარტებით კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 165
  • თბილისი – 34
  • რუსთავი – 4
  • იმერეთი – 14
  • გურია – 4
  • დუშეთი – 1
  • ზუგდიდი – 2

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი თქმით, პაციენტს მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა.

პანდემია დაახლოებით შემდეგი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება – თენგიზ ცერცვაძე

“დღეს, დილის 8 საათზე გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემებრს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა”, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ეზუგბაია ბათუმელ ექიმებს დაეხმარება

შეგახსენებთ, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 69 ადამიანი. 1-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც და მთლიანობაში ქვეყანაში “კოვიდ 19”-მა 24 ადამიანის სიცოცხლე ისხვერპლა.