ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც სამი პირი დაშავდა.
სამივე მათგანი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია.