LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა – კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკიდან წავიდა

1008
სააკაშვილი ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული მან მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით გაახმოვანა.

„ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. წავიდა ასევე, მისი პარტიიდან და ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს რაიმე საქმე. შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობას”, 29 დეპუტატივე შევიდეს ცალ-ცალკე და დაელაპარაკონ, ან შექმნან დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ. ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა“, – ამბობს ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის კიდევ ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება და არა საქართველოს.

მანამდე კი სააკაშვილის შვილმა, ედუარდმა განაცხადა, რომ მამამისი ქართულ პოლიტიკაში თავს ვეღარ ხედავს. 

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g