LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: ჩინჩალაძის არჩევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას წარმოადგენს

109
ანა-ნაცვლიშვილი (1)

„საკვანძო სასამართლოში მმართველ პოზიციაზე ჩინჩალაძის არჩევა, უკონკურენტო და წინასწარ გადაწყვეტილი პროცესით, წარმოადგენს იუსტიციის საბჭოს მხრიდან ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს,” – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს.

ნაცვლიშვილი მიხეილ ჩინჩალაძეს „სასამართლო კლანის მთავარი ფიგურას“ და ერთ-ერთ ყველაზე „ოდიოზური სახეს“ უწოდებს.

„საკვანძო სასამართლოში მმართველ პოზიციაზე ჩინჩალაძის არჩევა, უკონკურენტო და წინასწარ გადაწყვეტილი პროცესით, წარმოადგენს იუსტიციის საბჭოს მხრიდან ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ გასულ კვირას ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სწორედ სასამართლოში გაბატონებული კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც დგას სწორედ ჩინჩალაძე.

სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატობის წინაპირობების 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად განსაზღვრა. თუმცა, დღევანდელი ნაბიჯით ნათელია, რომ იუსტიციის საბჭომ ამ რეფორმის განხორციელებას უკვე ღიად უთხრა უარი. ამგვარი ნაბიჯის გადადგმას საბჭო მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ მას ზურგს უმაგრებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ამასთან შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭო და ყველა მისი გადაწყვეტილება მრავალი თვეა განიცდის ლეგიტიმაციის კრიზისს, ვინაიდან მის საქმიანობაში ვერ მონაწილეობს პარლამენტის კვოტით ასარჩევი 5 არამოსამართლე წევრი, რაც არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ბალანსს საბჭოში; ვინაიდან აღნიშნული 5 წევრის არჩევას საპარლამენტო ოპოზიციის ხმებიც სჭირდება, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ქართული ოცნება საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებასაც კი ბლოკავს”,- აცხადებს ნაცვლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები