LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს“ – კულტურის სამინისტროსთან აქცია იმართება

136
Untitled design

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია: „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს“ იმართება.

ადგილზე შეკრებილი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი.

„არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ – კულტურის სამინისტროსთან არსებულ საფეხმავლო ხიდზე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს

„ჩვენი პროტესტი და მოთხოვნა უცვლელია: შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი, მინისტრს არ უნდა ჰქონდეს დირექტორის ერთპიროვნულად არჩევის უფლება, კანონი უნდა შეიცვალოს.

როგორც მათი პოზიციიდან ჩანს, არანაირ დათმობაზე არ მოდიან და ისევ აქვთ იმედი, რომ კულუარულად შევხვდებით ან კომუნიკაცია შუამავლების მეშვეობით ექნებათ“, – განაცხადა კინომცოდნემ ლევან აბდუშელიშვილმა.

კინოს ხათრით, შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო რეჟიმი – როგორ დასრულდა კულტურის მინისტრისა და კინოს სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები“ – ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა 

კობახიძე: „კინოცენტრმა აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს? უნიკალურია დენდროლოგიური პარკი, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო“

„თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, ის რაც დღეს კინოცენტრში ხდება“ – რეჟისორი სალომე ჯაში კობახიძის განცხადებას პასუხობს

ფოტო: ინტერპრესნიუსი
mazda magti 5g