LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს“ – პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე

958

„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს“, – ასევე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტს მოღალატე უწოდა.

კითხვაზე, შეხვედრია თუ არა ირაკლი ქადაგიშვილს, პრეზიდენტი პასუხობს: „კი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონია“.

„მისი სიტყვა არ შეეფერება საქართველოს“ – „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტს „მოღალატე“ დაუძახა

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ კითხვასაც. პრეზიდენტის პასუხი გვარამიას საკითხზე ასეთია: „პოზიცია არის ის, რომ თავისუფლება არის მთავარი“.

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე იმყოფება და 26 მაისის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს ხვდება.

პრეზიდენტი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 

სად რა ღონისძიება იმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

 

ფოტო: „ტვ პირველი“