LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ“ – სოფო ნიჟარაძე

993
Capture

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ“ – ამის შესახებ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ „მთავარ“ არხთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

როგორც მომღერალი ამბობს, ბოლო წლებია არც ერთ ღონისძიებაში, რომელსაც მთავრობა გეგმავს და ახორციელებს, მონაწილეობას არ იღებს. მისი თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდებოდა.

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი“, – აღნიშნავს სოფო ნიჟარაძე.

ცნობილია, ვინ იმღერებს 31 დეკემბერს თბილისში, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე.

თეატრალიზებული შოუ, ასობით არტისტი და მოცეკვავეები – საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g