LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

77
2FB55917-727C-4BEB-A2E0-419A066BDE21-w1080-h608

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი და კრემლი იმ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას რაც მათი აზრით, მნიშვნელოვანი იყო.

ვაშინგტონის ცნობებით, აშშ-ს პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივების, რუსეთის მხრიდან შტატების 2020-წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, კიბერ-შეტევისა და ნავალნის მოწამვლის შესახებ საკითხები განიხილა.

ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისდამი და განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს ამერიკასა და მის მოკავშირეებს.”

როგორც კრემლში აღნიშნავენ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყება მიულოცა.

„რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, ხოლო მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებსაც პასუხობს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი მუდმივი და გამჭვირვალე კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები