LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან მეგობრობას უარყოფს

250
ავთო (1)

ავთანდილ ბილანიშილი, ე. წ. კაწრო, რომლის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ამბობს, რომ დაკავებულ მორაგბეებთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს.

მან ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება მედიისგან გაიგო. ის უარყოფს, რომ კადრებში თვითონ ფიგურირებს და აცხადებს, რომ დაკავებულებთან შეხება არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს რომელიმეს “გამარჯობით იცნობდეს”.

შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც უწყებაში თქვეს, მიზეზი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა. მთავარი არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქმეში, სავარაუდოდ,  ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელიც ბერას მეგობარია. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი მანქანა ფიგურირებს. თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,  მაშინ შეხვდა, როცა […]

“ახლო ურთიერთობა არ მაქვს,  ნიკა ჟვანიაზე მითხრეს, როცა ვიკითხე რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო, ისე რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს – არც ერთთან. უბანია და გამარჯობით შეიძლება ვიღაცას ვიცნობდე”, – აცხადებს ბილანიშვილი და დასძენს, რომ მისი მეგობარი არც ერთი არაა.

ბილანიშვილის ადვოკატმა კი თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა წარმოადგინა სატელეფონო ჩანაწერები, რომ ის იმ ღამეს იმ ადგილას არ იმყოფებოდა.

შსს-ში ამბობენ, რომ მათ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიბარეს და გამოკითხვაზე დაბარება არ ნიშნავს, რომ შსს-მ კადრებიდან მისი იდენტიფიცირება მოახდინა, რის თაობაზეც მათ მოუწოდა ნიკა გვარამიამ.