LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ მისი facebook – ის გატეხვას ცდილობდნენ

615
ბაჩანა
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, ამბობს, რომ მისი Facebook გვერდის გატეხვას ცდილობდნენ.

მან ფორმულას ეთერში თქვა, რომ  23 ივლისს თამარის Instagram-იდან ლობჟანიძეს Unfollow გაუკეთეს, ერთ-ერთ პოსტზე კი Untag.

მისი თქმით, ეს საქმეში ბევრ ეჭვს ბადებს, ვინაიდან ბაჩალიაშვილის Instagram-ზე, მის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდბოდა.

"მკითხა და პასუხს არ დაელოდა" - რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე

"კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო”

“რატომ ხდება ეს ჩემთვის გაუგებარია, სადღაც 23 ივლისიდან ხდება თამარის Instagram-ზე წვდომა, იქ იშლება ერთ-ერთი ჩემი Tag და ასევე თამარის ანგარიშიდან ჩემს ინსტაგრამზე კეთდება Unfollow. ამის შემდეგ უკვე, როცა ექსპერტიზის ბიუროში ვარ, ხდება მისი Facebook-ის დეაქტივაცია, მაგრამ მთლად დეაქტივირებული არ ყოფილა თავიდან.

იქ აქცენტი კეთდება ჩემზე პირდაპირ. რატომ იშლება ჩემი Tag, მთლიანი პოსტი არ იშლება, ანუ ედითი, რომ არის ეს ყველამ უნდა ნახოს, ვინც თამარის გამომწერია Instagram-ზე. ეს უკვე ბევრ ეჭვებს ბადებს, იმიტომ რომ თამარის ლეპტოპის გავლით მისი ლეპტოპის იქით, ტექნიკურად არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ვინმეს შეეღწია იქ. ერთადერთი, ვინმემ უნდა იცოდეს თამარის ინსტაგრამის პაროლები”,-აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები