LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში გადაიყვანეს – რატომ უმძიმდება ბრალი დაკავებულს

220
ფორტუნა (18)

ბადრი ესებუა ბათუმის ციხეში გადაიყვანეს და ახლა მივდივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად, – ამის შესახებ „ფორტუნას“ „საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.

მისი თქმით, დილით ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებულის თბილისში გადმოყვანა იგეგმებოდა.

„რატომ შეცვალა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვეტილება და რატომ გადაიყვანეს ბათუმში, ეს თავად უწყებას უნდა ჰკითხოთ. ჩვენი ვარაუდით, ქუთაისიდან იმიტომ გადაიყვანეს, რომ იმავე ციხეში მისი ძმა, ბადრი ესებუა იხდის სასჯელს. მსგავს შემთხვევებს აქვს ხოლმე ადგილი, თუმცა ეს ფაქტი მიზეზი არ უნდა ყოფილიყო,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ჯანაშია.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს ახალ ბრალს წარუდგენენ ცეცხლსასროლი, რადგან დაკავების დროს იარაღი აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა გუშინ, 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, „დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები“.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

ადვოკატი: ბადრი ესებუა არანაირ ბრალს, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს

მოწმის სახით გამოჰკითხეს იმ ოჯახის წევრები, სადაც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავეს

„ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ“ – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე

„ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“ – რატი ბრეგაძე შს მინისტრს „რთული ოპერაციის“ დასრულებას ულოცავს

ადვოკატი ასახელებს, სად იმყოფებოდა ესებუა ამ დროის განმავლობაში: „თანხასთან დაკავშირებით არაფერი მიკითხავს..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g