LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგა-ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება, საკვების დარიგება კი გაგრძელდება

295
kalaa

დედაქალაქის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„საუბარი იყო, რომ 15 სექტემბრიდან დაწყებულიყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური

მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდ19-თან ბრძოლაში, გვინდა თანმიმდევრული ვიყოთ. დღეს, საბჭოზე მსჯელობის შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განახლდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, პროდუქტების დარიგების სოციალური პროექტი გაგრძელდეს.

„სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მინდა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს დავავალო, 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე მოახდინოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა. მაქსიმალურად გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და უზრუნველყავით, რომ რაციონი, რაც ბაღის აღსაზრდელებს ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ, დაფასოებული პროდუქტის სახით, სახლში წაიღონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და გამგებლებს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ამავე რეჟიმშიდატოვონ.

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც დღემდე დისტანციურად მუშაობენ, კვლავ ამავე რეჟიმში იმუშაონ ისე, რომ საქმე არ გაფუჭდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში, თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g