საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. ზურაბიშვილმა სამართალდამცველ ორგანოებს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და დღევანდელი დღის მშვიდობიანად დასრულებისთვის.
„მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესუნალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა, პირიქით, გაძლიერდება, დაცულია საზღვარი ტერიტორია და კანონის უზენაესობა.
ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს: სახალხო დამცველი