თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა პროცესებმა ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. ადრე თუ კარგი მაკლერი იყო საჭირო იმისთვის, რომ ბინა სარფიანად გაგეყიდათ და თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ახალი საცხოვრებელი მოგეძებნათ, დღეს უკვე შესაძლებელია ეს პროცესი ონლაინ  Area.ge-ს მეშვეობით დამოუკიდებლად, დაბრკოლებების გარეშე, მარტივად მართოთ.

Area.ge  გახლავთ უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია გასაყიდი ბინების უდიდესი არჩევანი ქალაქების, უბნების, მშენებლობის ტიპებისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით. მხოლოდ განცხადებების სიმრავლე საქმეს წინ ვერ წასწევს, თუ ეს განცხადებები ზედმიწევნით რეალისტურად არ აღწერს ქონებას და მაძიებელს ვერ უყალიბებს შეხედულებას გასაყიდი ქონების შესახებ.

არეას როლი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში

იმისათვის, რომ განცხადება სრულყოფილად იქნეს წარმოჩენილი, არეა მომხმარებელს სთავაზობს  ფოტოგადაღებისა და 3დ ტურის სერვისს. 3დ ტური ეს არის გასაყიდი ქონების ვირტუალური ვიზუალიზაცია, რომლის დახმარებითაც დაინტერესებული პირი დეტალურად ეცნობა ბინის მდებარეობას, სართულის გეგმარებას, ოთახების განლაგებას და ექმნება წარმოდგენა კონკრეტული უძრავი ქონების შესახებ.

ქონების შეფასება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბინის ყიდვა – გაყიდვის პროცესში. თუ თქვენი სახლის, ან შერჩეული ბინის რეალური საბაზრო ღირებულება გაინტერესებთ, არეას შეფასების სერვისი აუცილებლად დაგეხმარებათ.

Area.ge შეფასების სამ განსხვავებულ სქემას გთავაზობთ – საორიენტაციო, სარეკომენდაციო და პროფესიონალური შეფასება. თითოეული მათგანი მორგებულია თქვენს ინტერესებზე და საბოლოო ჯამში, ემსახურება ერთ მიზანს -გაიგოთ თქვენი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, რათა ქონების მესაკუთრესა და მაძიებელს შორის შედგეს სამართლიანი გარიგება.

განცხადების განსათავსებლად თუ დრო არ გრჩებათ, ეს საქმეც არეას შეგიძლიათ მიანდოთ. განცხადების რედაქტორი – ასე ჰქვია პრემიუმ სერვისს, რომელიც  გასაყიდ სახლს/ ბინას დეტალური ინფორმაციითა და ვიზუალური მასალით მიმზიდველად წარმოაჩენს უძრავი ქონების ყველაზე დიდ საიტზე.

ბინების ყიდვა-გაყიდვა Area-ზე ძალიან მოსახერხებელი, საიმედო და კომფორტული პროცესია, არეა ყიდვა – გაყიდვის სრულ ციკლში ეხმარება ქონების მესაკუთრესა თუ მაძიებელს მისთვის სასურველი ქმედების ბოლომდე მიყვანაში, მეტიც არეა საშუალებას იძლევა მომენტალურად მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ონლაინ.

იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა

არეაზე წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ქონებით დაინტერესებულ პირს, პირდაპირ არეადან შეუძლია, მოითხოვოს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხი. საიტზევე გაეცნოს სესხის პირობებს, გადახდის გრაფიკს, შეავსოს უმარტივესი ფორმა, სადაც მხოლოდ გვარ – სახელი, მისამართი და პირადი მონაცემების შეყვანაა საჭირო და გააგზავნოს მოთხოვნა იპოთეკურ სესხზე.

ესაა იდეალური შესაძლებლობა ბინის შესაძენად მაშინაც კი თუ ხელში არასაკმარისი თანხა გიჭირავთ. არეა წარმოუდგენელ ოცნებებსაც კი ხელშესახებ რეალობად აქცევს!

R

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები