LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩამოვდივარ, რომ გავხსნა ზაფხულის სეზონი“ – ნუცა ბუზალაძე ბათუმში, 3 ივნისს კონცერტს გამართავს

400
Untitled design (3)

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბათუმში, 3 ივნისს კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ნუცა სოციალური ქსელის გამომწერებს უზიარებს.

„მეგობრებო 3 ივნისს, სპეციალურად თქვენთვის და ბათუმისთვის ჩამოვდივარ იმიტომ, რომ გავხსნა ზაფხულის სეზონი. ყველას გელოდებით ანბანის კოშკთან. ძალიან მიყვარხართ“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე გავრცელებულ ვიდეოში.

ცნობისათვის, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი იყო, რომელიც ტოპ-12 საუკეთესო მონაწილეს შორისაც მოხვდა. საკუთარი გამოსვლებით ნუცამ პროექტის ჟიურის სიმპათია არაერთხელ დაიმსახურა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „ნუცა უკვე ვარსკვლავია“.

პროექტის ფინალში ნუცამ ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან ერთად დუეტი ბრწყინვალედ შეასრულა.

ქართველმა მომღერალმა ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და თავის პირველ ამერიკულ ალბომზე დაიწყო მუშაობა.

ფოტო/ვიდეო: „ძალიან მალე” – რა სიახლეს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე

ხვიჩა, ნუცა, მერაბი, ლაშა… – ქართველები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გვასახელეს

ვიდეო: „მთელი გულით მიყვარხართ“ – ნუცა ბუზალაძის აურაცხელი გულშემატკივარი და ემოციური კადრები აშშ-ში გამართული კონცერტიდან

ფოტო, ვიდეო: ნუცა ბუზალაძის მიერ ნამღერი 2 ქვეყნის ჰიმნი და „თეატრალურის კვარტეტის“ უტკბილესი შესრულება: ამერიკელები ქართველებით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ American idol-ის ფინალზე მსოფლიო ვარსკვლავთან კაილი მინოუგთან ერთად იმღერა: ნახეთ ნუცას და კაილის ბრწყინვალე დუეტი

ფოტო, ვიდეო: „დიდი მადლობა დედოფალო, მიყვარხარ, ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში“ – ლეგენდარული კაილი მინოუგის ექსკლუზიური საჩუქარი ნუცა ბუზალაძეს: ნახეთ რა აჩუქა კაილიმ ქართველ მომღერალს

ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს იპყრობს: ლაიონელ რიჩისთან და კაილი მინოუგთან ამღერებული ქართველი მომღერალი – კადრები American Idol-ის ფინალური შოუდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები