LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩავედი და სპეციალურად დავთვალე – შეროზია ამბობს, რომ ბათუმში დასვენება თურქეთზე იაფია

380
SHEROZIAA

ბლოგერმა გურამ შეროზიამ ბათუმში დასვენების ხარჯები დათვალა. როგორც ის წერს, ბათუმის ბულინგი უსაფუძვლოდ ხორციელდება და რეალურად დასვენება არც ისე ძვირი ჯდება როგორც ამბობენ.

მისი გათვლებით, ზღვისპირა ქალაქში დასვენება საქართველოში 100-130 ევრო ჯდება [5 დღე] რა ფასადაც ბლოგერის თქმით, ევროპის ვერც ერთ კურორტზე ვერ მოახერხებენ ჩასვლას და შვებულების გატარებას.

ბლოგერი ამბობს იმასაც, რომ ამ ფასად რა თქმა უნდა, ძვირადღირებულ სასტუმროებში ვერ დაისვენებთ, თუმცა კვებას რესტორანში შეძლებთ.

“ცოტა, ბათუმის ბულინგის თემას მინდა გამოვეხმაურო:

– რა ძვირი ქალაქია

– მომსახურება კოშმარიიიი

– ამ ფასად ევროპას დავიმხოოობ

– ა.შ.

ჩავედი და სპეციალურად დავთვალე, რასაც წვრილად მოგახსენებთ ამ პოსტში:

  1. სასტუმროების/სახლის ფასები 80 ლარიდან იწყება, ანუ კაცზე 40 ლარი (მესამესაც თუ “შეტენით” ხომ საერთოდ), ანუ 12 ევრო ღამე, 5 ღამე 60 ევრო.
  2. საუზმე: 5-10 ლარის ფარგლებში სავსებით შესაძლებელია. ომლეტს შეუკვეთავთ, ან სადმე კაფეტერიაში ნამცხვარს და ჩაის, ან ტოსტს, ან ფენოვან ხაჭაპურს, კაფეშივე. ესეც 3 ევრო, 5 დღეში 15 ევრო, 75 ევროზე ვართ.
  3. სადილი: 15 ლარი საშუალოდ, აჭარული იქნება ეს, ცეზარი, ხინკალი, თუ მიქსი. თავის ლიმონათიან/კოკა/წვენ/წყლიანად
  4. ვახშამი, ნუ დაახლ. მსგავსი, რაც სადილი, 5 ევრო ვთქვათ, 17-18 ლარი რა. ჯამში 9 ევრო დავამატოთ, 5 დღეზე 45 ევრო, ჯამში გვაქვს 120 ევრო.
  5. გზა. საშუალოდ 6-7 ევროს ფარგლებშია ავტობუსის, მარშუტკის ან მატარებლის საშუალო ფასი, ვთქვათ 14 ევრო ორი გზა. ისეც 134 ევრო.

ფასი კაი 35 ევროთი შემცირდება და 100 ჩამოსცდება, თუ დილით სახლში მოვიმზადებთ რამეს, შუადღითაც რაღაც საოჯახო “ქუქინგს” მოვაწყობთ.

გართობა? რავი, კარაოკეში 20-20 ლარად გამოვძვრებით, ველო 1 სთ 5 ლარია, ზღვა უფასოა, ღია კაფეში ყავის მირთმევა სვეცკად საშუალოდ 2 ევრო, რავი…

ამას ემატება საოცარი მრავალფეროვნება: ზღვა, ბულვარი, გასართობი ადგილები, ღამის ცხოვრება, მწვანე კონცხი, გონიო, კვარიათი, ხედები. მაინცდამაინც უცხოეთი თუ გინდათ და აგერ ბატონო, 2 საათშია ტრაბზონი.?❤

ჰოდა, ახლა მითხარით, 100-130 ევროდ, 5 დღე ევროპის ან თურქეთის რომელ კურორტზე წახვალთ, გზასაც რომ ეყოს, სასტუმროსაც და სამჯერად კვებასაც. ევროპაში ექსპერტი ვარ, იცით, ხომ? აი ჰოსტელშიც რომ დარჩეთ, თქვენი ხაჭაპურებით წახვიდეთ და იდიეტოთ თან, მაინც ვერ გაწვდებით.

არა, განა გაძალებთ ვინმეს, რომ არიქა ბათუმზე მოიჭერითმეთქი ჭიპლარი (ან რა უფლება მაქვს), უბრალოდ ნუ ლანძღავთ, უმაგრესი ქალაქია და დამიჯერეთ იაფი. ახლა შერატონში თუ გინდათ დარჩენა და რედისონში კვება სორრი, მაშიმ ევროპებშიც შერატონ-რედისონებს შეადარეთ ფასები.

მიყვარს აჭარა მოკლედ და მის დაკნინევას არ დავუშვებ!,” – წერს გურამ შეროზია.