LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი მსხვერპლიც საკმარისია” – სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს სთხოვს შიმშილობა შეწყვიტონ

141
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს და იმ ყოფილ სამხედროებს, რომლებიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობენ, სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტონ.

სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ მას შემდეგ წაიკითხა, რაც სააკაშვილს საპატიმროში შეხვდა.

ხერხეულიძის თქმითვე, სამხედროები მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ და კრიტიკულად შემაშფოთებელია ერთ-ერთი მათგანის, რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ სულ მცირე ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი.” – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, ბედნიერია, რადგან ამ წერილს თავად კითხულობს. მისივე სიტყვებით, “ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი მთავარსარდლის. მაჩვენებელი იმისა, როგორი უნდა იყოს მთავარსარდალი”.

შეგახსენებთ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა შიმშილობენ.

magti 5g