LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემზე ამბობს ხოლმე, ის კაცი მოვიდა, ღამღამობით რომ დადისო“ – ლევან რატიანს შვილები ვერ ცნობენ

806
ლევან 22

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ სახლიდან ყოველთვის ადრე გადის და უკან გვიან ღამე ბრუნდება და შვილები ოჯახის წევრად ვერ აღიქვამენ.

„სამი შვილი მყავს, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ და ასევე მათდა სამწუხაროდაც, არც ერთი არ აღმიქვამს როგორც ოჯახის წევრს, მაგრამ სამივე მე მგავს. ღამე მივდივარ ძალიან გვიან. დილით გამოვდიოდი სახლიდან ძალიან ადრე. შუათანა ცოტა სხვანაირი ბავშვია და ამბობს ხოლმე, ის კაცი მოვიდა, ღამღამობით რომ დადისო“, – აღნიშნა ლევან რატიანმა POSTV-ის ეთერში.

რატიანმა სამთვიანი პაუზის შემდეგ მესამე შვილთან შეხვედრის ამბავი გაიხსენა.

„მე და ჩემმა მეუღლემ მესამე შვილის გაჩენა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ უნდა გაგვეზარდა და აღმოჩნდა, რომ სამი თვეა არ მინახავს. ამ სამთვიანი პაუზის შედეგ პირველად შაბათს ვნახე. თავიდან ძალიან გაოცდა, მაგრამ იმედია, მერე და მერე შევეჩვევით ერთმანეთს“, – აღნიშნა რატიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები