სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.