LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ ვარჩევთ რომელია „კარგი“ ოლიგარქი და რომელი „ცუდი“ – ოლივერ ვარჰეი

66
Untitled design - 2022-11-15T153641.866

საქართველომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად. –  ამის შესახებ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ  ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ევროკავშირი, ჩვენ არ ვარჩევთ რომელია “კარგი” ოლიგარქი და რომელი “ცუდი”. იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ-სამართლებრივ იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოოდ მისი სასიკეთო იქნება.

ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს.

როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს.

სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტაოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია პრიორიტეტებში”, – თქვა ევროკომისარმა.

ამასთან, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე კი მან უპასუხა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკის შესახებ ბევრი არ იცის.

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ – პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g