LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ დავაყენებთ გირაოს საკითხს სასამართლოზე – დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

148
BeFunky-collage (3)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი აცხადებს, რომ ტოიოტას მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოზე გირაოს საკითხის დაყენებას აპირებს.

“ჩვენ თანხას არ დავასახელებთ, თავად სასამართლოს მივცემთ ამის საშუალებას, თავად სასამართლომ განსაზღვროს,”-აცხადებს კობაიძე.

მისივე თქმით, თუ ხვალ სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირაოს საკითხი ეს იქნება შერჩევითი სამართლიანობის თვალსაჩინო ნიმუში.

“ეს მხეცები, არაადამიანები ჩაყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ბავშვს და ჩაახრჩვეს მდინარეში…” – მირიან ნიკოლაძე

https://www.facebook.com/347657975393516/videos/1138184376564333/

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g