LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი უფლება, ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ – რამდენია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი

763
4444

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართებლივი უფლება, რომ ფედერაციებს  ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ, – ამის შესახებ ,,ფორტუნა პლიუსის” გადაცემა „ვიზიტორში“ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სამინისტროს ბიუჯეტი საკმაოდ მწირია – როგორიც იყო  წინა წელს პარლამენტის მიერ წილნაყარი  ბიუჯეტი, არაფერი შეცვლილა.

“სპორტის მიმართულებით  გამოყოფილია 290 მილიონი,  აქედან მხოლოდ მიზერული თანხა, სამი მილიონი მიდის ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, რაც ნიშნავს ჯანსაღ  ცხოვრებას და მასობრივ სპორტს. დანარჩერნი კი ხმარდება ფედერაციებს. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართებლივი უფლება, რომ ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ“

თეა წულუკიანი: „ჩემზე შექმნილი კარიკატურები ძალიან მიყვარს და ვაგროვებ...“

როცა ადამიანი ინიშნები და მეორე დღეს მოდის ასეთი წვიმა, წვიმასაც ვერ დავარქმევდი, უფრო ცრიდა, რა თქმა უნდა, გიკვირს.

ფედერაციებს კი, რა თქმა უნდა, სერიოზული ხელშეწყობა სჭირდებათ  და ექნებათ, მაგრამ მასობრივ სპორტს დასჭირდება უფრო მეტი. ჩვენ როგორღაც მოვახერხებთ, რომ ასიგნებების ფარგლებში რაც გვაქვს, წელს მეტი მეტი თანხა გამოვათავისუფლოთ, რომ ახალგაზრდებსა და  ბავშვებს შევთავაზოთ უფრო მეტი ხელმისაწვდომი სპორტი.

სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია იყო სპორტის სამინისტრო და აფინანსებდე მხოლოდ ფედერაციებს. ეს ჩემი ხედვაა და მე ვიცი, რომ ძალიან ბეევრი სპორტსმენი ამას იზიარებს“. – აღნიშნა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა.   

კითხვაზე, ბიუჯეტში რამდენი ლარია გამოყოფილი კულტურისთვის, მინისტრი პასუხობს: „კულტურის სამინისტროსთვის არაფერი შეცვლილა. რაც იყო გაერთიანებულ სამინისტროში, კულტურისა და სპორტის  ბიუჯეტი იგივე დარჩა. პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებულ ახალგაზრდობის სააგენტოს რაც ჰქონდა, ასიგნებები 3 მილიონ ლარამდე, ის უბრალოდ მექანიკურად გადმოვიდა ჩვენს უწყებაში.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს 124 მილიონი კულტურისათვის,რაც ძალიან მწირი ბიუჯეტია – ამაში შედის თითოეული თეატრისა და თანამშრომლის ხელფასი, მუზეუმები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.

თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდიც დებს ამაში თანხებს, აღარაფერს ვამბობ „ქართუ ფონდზე“, რომელიც ტრადიციულად არის ყველაზე ერთგული ფინანსური მხარდამჭერი.” – განაცხადა თეა წულუკიანმა “ვიზიტორში” სტუმრობისას.