LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან – დონალდ ტრამპი

126
trump-china

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე.

”ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა” , – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები